უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ქუთაისის მერიამ „ქართულ ოცნებას“ 9 ან 10 ივნისს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩასატარებლად საჭირო ნებართვაზე კვლავ უარი უთხრა 02.06.2012 17:31

როგორც „მედიანიუსს“ ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ამჟამად კოალიცია ქუთაისში აქციის ჩატარებისთვის ნებართვას 10 ივნისს მერიის მიერ თავდაპირველად შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ითხოვს. „ქუთაისის მერიაში განცხადებას უახლოეს ხანებში შევიტანთ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნება”, ქუთაისში აქციის გამართვას 7 ივნისს გეგმავდა, თუმცა მერიამ ამ დღისთვის ქალაქის ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი თქვა და მიზეზად კონცერტი დაასახელა. მერიამ კოალიციას 7 ივნისს აქციის გამართვა ალტერნატიულ ტერიტორიაზე შესთავაზა, თუმცა კოალიციისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით, კოალიციამ ქუთაისის მერიას აქციის გამართვის ნებართვისთვის კიდევ ერთხელ მიმართა. ამჯერად კოალიცია მანიფესტაციის გამართვის თარიღად 7 ივნისის ნაცვლად 9 - 10 ივნისს ასახელებდა, ხოლო შეკრების ადგილად კვლავაც დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანს მიუთითებდა, თუმცა კვლავ უარი მიიღო.