უკან

პოლიტიკა

30 მაისი, 2018 14:05
font-size

პოლიტიკოსებს შორის ყველაზე დადებითად აფასებენ დავით ბაქრაძეს, საქართველოს პრეზიდენტსა და თბილისის მერს - IRI

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულებს პოლიტიკოსებს შორის ყველაზე კარგი დამოკიდებულება „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიმართ აქვთ. კვლევის მონაწილეთა 53%-მა ის დადებითად შეაფასა, 40%-მა - უარყოფითად, 2%-ს საერთოდ არ სმენია მის შესახებ, ხოლო 5%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

მეორე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. გამოკითხულთა 52%-მა ის დადებითად შეაფასა, 42%-მა - უარყოფითად, 1%-ს საერთოდ არ სმენია მის შესახებ, ხოლო 5%-მა განაცხადა, რომ არ იცის.

თბილისის მერი კახა კალაძე გამოკითხულთა 50%-მა დადებითად შეაფასა, 44%-მა -უარყოფითად, 2%-ს მასზე საერთოდ არ სმენია, ხოლო 4%-მა განაცხადა, რომ არ იცის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოკითხულთა 49%-მა დადებითად შეაფასა, 39%-მა - უარყოფითად, 5%-ს მასზე არ სმენია, ხოლო 7%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

ხუთეულში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. გამოკითხულთა 41%-მა ის დადებითად შეაფასა, 52%-მა - უარყოფითად, მასზე არ სმენია 2%-ს, ხოლო 5%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქ

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დ

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია - „თავისუფალი საქართველო“

23 იანვარი, 2020 , 15:35

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც „თავისუფ

ფრაქცია `დამოუკიდებელი დეპუტატები` ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებენ

23 იანვარი, 2020 , 14:50

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს. წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშ

ნატო-საქართველოს კომისიამ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას მაღალი შეფასება მისცა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა - საგარეო უწყება

23 იანვარი, 2020 , 14:15

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგ

„თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია“ - მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს

23 იანვარი, 2020 , 13:15

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები ცდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`