უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ოქტომბერი, 2020 12:25
font-size

პოლიტიკური ძალები ყველა არჩევნების წინ ატყუებენ ამომრჩეველს და მერე ბიუჯეტის მოპარვის და საკუთარი გამდიდრების გარდა არაფერს აკეთებენ - დავით ჭიჭინაძე

"ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, 30 წელია საქართველოში ძარცვის მეტი არაფერი ხდება.

მისივე თქმით, სწორედ რიგითმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ გაძარცვა და ვინ არის დასასჯელი.

"გამოვიდეს ხალხის წინაშე ვანო ჩხარტიშვილი და დაამტკიცოს, რომ ხალხი ღირსი იყო როდესაც მათ ანაბრებს იპარავდა; ან თუნდაც ქალბატონი თურნავა თუ დაამტკიცებს, რომ მას არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, მაშინ არც მათ დასჯას მოვითხოვთ და არც დაპატიმრებას! აი ამიტომ ვამბობთ სახალხო ტრიბუნიდან - სახალხო ტრიბუნალამდე! 30 წელია ამ ქვეყანაში ძარცვის მეტი არაფერი ხდება; თუ რამის პრივატიზება მოხდა, ეს მხოლოდ ძარცვის პრივატიზაცია იყო, რადგან ნებისმიერ სფეროს, სადაც არ უნდა გავიხედოთ, სასარგებლო შედეგი არც ხალხისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ დამდგარა.

პოლიტიკური ძალები ყველა არჩევნების წინ ატყუებენ ამომრჩეველს და მერე ბიუჯეტის მოპარვის და საკუთარი გამდიდრების გარდა არაფერს აკეთებენ; შედეგი კი არის ის რომ: მარტო ჩვენი ვალი 19 მილიარდია; ათიათასობით გაღარიბებული და ასიათასობით უმუშევარად, უსახსროდ დარჩენილი ადამიანი; გამდიდრებული ჩინოვნიკების მცირე ჯგუფი, რომელიც პერიოდულად, როდის როგორ აწყობთ, ხან ერთ სახელისუფლო გუნდში არიან წინა რიგებში, ხანაც - მეორე. და მათი პირადი ინტერესი თუ არ იკვეთება, იქ სახელმწიფოებრივი საერთოდ არ აინტერესებთ. აი სწორედ მათთან მიმართებაშია სახალხო ტრიბუნალი ჩასატარებელი! სწორედ რიგითმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ გაძარცვა და ვინ არის დასასჯელი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც არცერთი მოსამართლე და პროკურორი გამოძიებას არ ატარებს. ოღონდ ისე არა, სახალხო მილიონებს რომ მოიპარავენ, ერთი წელი ჩაჯდებიან ციხეში, მერე გამოვლენ და პოლიტპატიმრებად გვამადლიან თავებს! და არც არანაირი ე.წ. საქმის ხანდაზმულობა! იმიტომ, რომ ყველა ამ ფაქტს ადამიანების სიცოცხლეები შეეწირა...აი ამიტომ, სახალხო ტრიბუნიდან - სახალხო ტრიბუნალამდე", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ