უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2020 15:50
font-size

პოლიტიკური გაერთიანება `ლელო საქართველოსთვის` ვაკის რაიონული ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ვაკის რაიონული ოფისი გაიხსნა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას ადგილობრივი გუნდი და ოფისის ხელმძღვანელი - გია ნიშნიანიძე წარუდგინა.

ბადრი ჯაფარიძემ თბილისში არსებულ ქაოტურ, უპასუხისმგებლო განვითარებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკის ნაწილი იქნება გარემოზე და ისტორიულ მემკვიდრეობაზე განსაკუთრებული ზრუნვა. ასევე აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა შეიქმნას მწვანე სივრცეები.

"სამწუხაროდ ბოლო წლების სრულიად ქაოტურმა და უპასუხისმგებლო განვითარებამ ვაკის იერსახე მნიშვნელოვნად დაამახინჯა. ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ თბილისის ყველა რაიონში შევძლოთ აღვადგინოთ ის ისტორიული განუმეორებლობა, რომელიც თბილისის თითოეულ რაიონს გააჩნდა და შევეცადოთ, რომ აღარ დავუშვათ ქაოტური განვითარება, მაქსიმალურად შევქმნათ მწვანე სივრცეები. აღარ გვინდა მეგა მშენებლობები ისეთ რაიონებში, რომლებიც უკვე გადატვირთულია. ჩვენ მხოლოდ იმაზე არ უნდა ვიზრუნოთ რომ შევქნათ ახალი საცხოვრისები, ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ რომ ეს საცხოვრისი იყოს კომფორტული . ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იქნება მეტი მწვანე და თავისუფალი სივრცე, მეტი ჰაერი მოსახლეობისათვის. ჩვენი პოლიტიკის ნაწილი იქნება გარემოზე და ისტორიულ მემკვიდრეობაზე განსაკუთრებული ზრუნვა", - განცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ ცვლილებების საჭიროებაზე და ვაკის რაიონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ვაკე ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი კრიტიკულობით და ვაკის მოსახლეობა ყოველთვის იყო ცვლილებების ავანგარდში, რომელიც ქვეყანას სჭირდებოდა ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. ახლაც ჩვენ ვართ ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე და დარწმუნებული ვარ ვაკის მოსახლეობა შეიტანს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუციას იმისათვის, რომ ქვეყანაში და თბილისში ვითარება შეიცვალოს უკეთესობისაკენ" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი