უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 იანვარი, 2021 21:40
font-size

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ არ ეთანხმებიან 17 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ პარტიას რეგისტრაციის მოწმობა არ აქვს და ეს რამენაირად აფერხებს მათ საქმიანობას კონსტრუქციული ოპოზიციის საქმიანობის ჭრილში.

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა ამა წლის 9 იანვარს „საქართველოს ორგანული კანონის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის სრული დაცვით. ყრილობაზე მოხდა პარტიის წესდების მიღება და ყველა საჭირო დოკუმენტების ნოტარიუსის მიერ დამოწმება“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია აგრძელებს თავის საქმიანობას და საჯარო რეესტრში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება პარტიის საბოლოო რეგისტრაცია.

„ამა წლის 15 იანვარს პარტიამ საჯარო რეესტრში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია პარტიის ოფიციალურად რეგისტრაციისათვის. აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრი განიხილავს მიღებულ დოკუმენტაციას და დადგენილი წესით განიხილავს პარტიის რეგისტრაციის საკითხს. პარტიას საჯარო რეესტრის მხრიდან რაიმე ხარვეზის შესახებ შეტყობინება არ მიუღია.“ - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა წარიმართება კონსტრუქციული ოპოზიციის სახით.

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური საქმიანობა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მის გარეთ, იქნება კონსტრუქციული ოპონირება ხელისუფლებასთან ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა, უპირველესად, სოციალური საკითხების დროულად გადაჭრა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დასარეგისტრირებელად“ - აღნიშნულია განცხადებაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3255 ლარი გახდა

26 თებერვალი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3255 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ყველაფერი მზადაა, რათა სპორტულმა დარბაზებმა მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ - ნათია თურნავა

26 თებერვალი, 2021 , 16:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილები

ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას ვერ შევეგუებით - ანზორ მელია

26 თებერვალი, 2021 , 15:50

პარლამენტთან ოპოზიციის აქციას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა - ანზორ მელია შეუერთდა. "დღეს ჩემ სათქმელზე პასუხი გაცემულია. პასუხი არის ის ხალხი, ვინც აქ იმყოფება. აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვე

საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთანაც მიმდინარეობს

26 თებერვალი, 2021 , 15:28

„მსვლელობა თავისუფლებისთვის” მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. ოპოზიციონერი ლ

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

26 თებერვალი, 2021 , 14:30

28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და პირველი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ელი მარტიდან დაიწყება

26 თებერვალი, 2021 , 14:30

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე ა