უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 მაისი, 2018 12:45
font-size

პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტს მიმართავენ, ვეტო დაადოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს

19 პოლიტიკური გაერთიანება მიმართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვეტო დაადოს პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების შესახებ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. განცხადების თანახმად, ახალი წესები პოლიტიკური კორუფციის გაჩენას გამოიწვევს.

„2018 წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კანონის 30-ე მუხლის მე-2 და მე-71 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც:

ა) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით);

ბ) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, თუ მისი ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნა მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ეს პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით".
ბ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:

"72 ამ მუხლის 2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტია იღებს მხოლოდ საბაზო დაფინასებას ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ოდენობით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის დადგენილ დაფინანსებას (H)."

მიღებული ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას (როგორც საბაზისოს, ასევე საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის) მიიღებს ისეთი პარტია, რომელსაც არც საპარლამენტო და არც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში არ გადაულახავს ბარიერი და არ მიუღია არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების 3%-იც კი.

საქართველოს პარლამენტის მიერ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების სულისკვეთება პოლიტიკური პარტიების განვითარებას კი არ ემსახურება, არამედ პირდაპირ მორგებულია მხოლოდ ერთადერთ პარტიაზე - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

მიღებული ცვლილება განსაკუთრებით ცინიკურია მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ითხოვდა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების გადახედვას, იმ მოტივით, რომ რიგი კვალიფიციური სუბიექტების რეალური მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არ სცილდებოდა 1%-ს. კანონში შეტანილი ცვლილებით კი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნად იზრდება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის საფრთხეები, რომელიც აღნიშნული კანონით გაჩნდება 2020 წლისთვის და მანიპულირების საშუალებას აძლევს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ მხარეებს, კერძოდ, მომავალი არჩევნებისათვის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს უბიძგებს გარიგებაში შევიდეს მმართველ პოლიტიკურ ძალასთან და ერთი მაჟორიტარი დეპუტატის პარლამენტში გაყვანით გახდეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, მოიპოვოს საბიუჯეტო დაფინანსება და მისი თანმდევი ბონუსები. ყოველივე ეს კი უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც პოლიტიკური კორუფცია ბიუჯეტის ხარჯზე.

ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, რაც ქვაკუთხედია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისათვის, გთხოვთ, გამოიყენოთ კონსტიტუციით თქვენდამი მონიჭებული უფლება და საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" შეტანილ ცვლილებებს დაადოთ ვეტო“, -წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები: ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა, ევროპელი დემოკრატები, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება , „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ , ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ტრადიციონალისტთა კავშირი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, შენების მოძრაობა, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა

21 თებერვალი, 2019 , 10:30

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორ

მინდა შევთავაზო უმრავლესობას, რომ მადლობებისთვისა და ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოიყოს - გიგა ბოკერია

20 თებერვალი, 2019 , 16:32

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია ცქიტიშვილიც გაუფრთხილდება საკუთარ დროს და არ იქნება ნაწყენი, თუ ძალიან ბევრ მადლობას არ მოისმენს, - ამის შესახებ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია - ნატო ჩხეიძე

20 თებერვალი, 2019 , 16:10

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია, – ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილ

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა - მიხეილ ბატიაშვილი

20 თებერვალი, 2019 , 15:40

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველო-გერმანიის ერთობლივ თანამშრომლობ

თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს პროცესი გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება - გედვან ფოფხაძე

20 თებერვალი, 2019 , 15:15

დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების პათოსს არ იზიარებს. „თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს, ამის შედეგი იქნება, რომ ეს პროცესი ასე გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გ

ბესელია შუშის სასახლეში ივანიშვილს შეხვდა - `რუსთავი 2`

20 თებერვალი, 2019 , 15:15

"კურიერის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ეკა ბესელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოლაპარაკება, პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის და საგანგებო განცხადები