უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ივნისი, 2019 23:08
font-size

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს - მამუკა ბახტაძე

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის მძიმე შედეგები, რაც 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, პირდაპირი მოწოდებებისა და პროვოკაციის შედეგია.

„ამ საკითხს, ისევე როგორც ზოგადად 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აქვს ორი განზომილება - სამართლებრივი და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, პროკურატურამ დაიძყო გამოძიება ამ ადამიანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე ამ საქმის დეტალებში არ შევალ და ვერც შევალ, მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მთავრობის მეთაური. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქის - ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი მოწოდებები და პროვოკაცია, რომ მომხდარიყო საქართველოს პარლამანეტში შესვლა. ეს იყო მოწოდება, რამაც გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას - არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 , 15:39

ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკ

ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ხვალ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშიუმრავლესობის სხდომა გაიმართება. მისივე თქმით, სამწუხაროა იმ ოპონენტების პოზიცია, ვინც პარტია დატოვა, მაგრამ ეს მათი პირადი აზ

ჩემთვის ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება - `ქართული ოცნების` წევრი ნინო წილოსანი თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს. "მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც გუშინ მხარი არ დაუჭი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული

პროცედურები იძლევა საშუალებას, რომ კონსტიტუციური პროექტი განსახილველად დაბრუნდეს - ოთარ დანელია

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

პროცედურები იმის საშუალებას იძლევა, რომ კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, გუ

ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, ზვიად ძიძგურმა განაცხადა. როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსე