უკან

საზოგადოება

23 იანვარი, 2024 13:30
font-size

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ავეჯის სახლი „კომფორტერი“ შოურუმს აფართოებს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განარგძობს. ბანკის მხარდაჭერით ავეჯის სახლი „კომფორტერი“ შოურუმს აფართოებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 2,7 მილიონი ევროა, რაც სრულად, „საქართველოს ბანკის“ მიერ დაფინანსდა.

როგორც კომფორტერის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ დვალიშვილმა განაცხადა, „კომფორტერში“ მომხმარებელს საშუალება აქვს სრულად მოაწყოს საკუთარი სახლის ინტერიერი.

„ჩვენთან წარმოდგენილია 15 000 - მდე პროდუქცია, რითაც მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში შეიძინონ როგორც რბილი, ასევე საოფისე და ეზოს ავეჯი. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროდუქტის დიზაინი უნივერსალურია და ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის მათთვის სასურველ ავეჯსა თუ დეკორატიულ აქსესუარებს. ამჟამად "კომფორტერი" ორი ფილიალით არის წარმოდგენილი თბილისში, ყაზბეგის გამზირი #12 - სა და ცინცაძის #14-ში. კომპანიის ზრდისა და განვითარების პარალელურად საჭირო გახდა ყაზბეგის ფილიალის გაფართოება და მომხმარებლისათვის კიდევ უფრო დიდი ასორტიმენტის შეთავაზება, რასაც „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ვახორციელებთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს მათ გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებული პროდუქციის ახალი და მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ, რათა მათთვის ავეჯის შერჩევის რთული პროცესი უფრო სასიამოვნო გავხადოთ,“ - განაცხადა მარიამ დვალიშვილმა.

როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ აღნიშნა, „საქართველოს ბანკი“ წლებია ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია.

„ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთი პროექტი განგვიხორციელებია. ავეჯის სახლი "კომფორტერი" ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მას ბაზარზე ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში "კომფორტერი", უკვე არსებულ შოურუმს აფართოებს და მომავალი წლიდან მომხმარებლებს არაერთ სიახლესა და ავეჯის კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. გვიხარია, რომ წლიდან - წლამდე კომპანიის განვითარებასა და გაძლიერებას ვხედავთ. გვინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა გიორგი წეროძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი