უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 მარტი, 2017 18:35
font-size

პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შევძლოთ ისეთი პოლიტიკური ფორმატების, ბლოკების შექმნა, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა _ რესპუბლიკური პარტია

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებას ავრცელებს. მედიანიუსი მას უცვლელად გთავაზობთ. მედიანიუსი მას უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს საქართველოში შექმნილია საკმაოდ რთული სოციალ–პოლიტიკური ვითარება. ქვეყანაში მიმდინარეობს ავტორიტარული რეჟიმის ფორმირების პროცესი. ხორციელდება მიზანდასახული შეტევა მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემასა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიაზე, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლებების დროს.

2012 წლის მრავალპარტიული ნიშნების მატარებელი ხელისუფლებიდან ჩვენ მოვედით 2016 წლის ერთპარტიული , არსებითად კი უპარტიო ხელისუფლებამდე, საპარლამენტო მანდატების სამი მეოთხედით და საკონსტიტუციო უმრავლესობით, პოლიტიზირებული პოლიციით და უშიშროებით, კონტროლირებადი სასამართლო სისტემით. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ხელში არსებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. ამდენად, ქვეყნაში ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური, უპასუხისმგებლო მმართველობა.
ამგვარ შედეგზე ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ჩვენც არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია წარსულის გამოცდილებისა და შეცდომების ანალიზი, თუმცა ვფიქრობთ, რომ დღეს ყველასთვის, ვისთვისაც ფასეულია ქართული სახელმწიფოებრიობა, პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს არა წარსულში არსებული უთანხმოებების გაღრმავება, არამედ ქვეყნის დემოკრატიული რესურსის კონსოლიდირება და სამომავლო მოქმედებებისთვის მკაფიო ორიენტირების დასახვა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა მიზნად დაისახა პრეზიდენტის ინსტიტუტის პრაქტიკული ანულირება და ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი ან/და ნაწილობრივ კონტროლირებადი (რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო) მედიის მოსპობა ქვეყანაში. ერთმანეთის მიყოლებით ხელში ჩაიგდო იმედი, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და 2 მარტს, მისი „ცხოვრების მიზნად“ ქცეული რუსთავი 2 დაიქვემდებარა.

პარალელურად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც 3 თვის ვადაში ივალდებულა მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება. თუმცა, თუ ხელისუფლებისგან წამოსული ინიციატივებით ვიმსჯელებთ, რეალურად საქმე გვაქვს კონსტიტუციის გაუარესებასა და საკუთარ ინტერესებზე მორგებასთან. თუ ეს ხელისუფლებას გაუვიდა, კონსტიტუციის გაუარესების მასშტაბები იქნება ისეთივე ანტიდემოკრატიული და ისეთივე სავალალო შედეგის, როგორიც იყო 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ივანიშვილმა დაადასტურა სააკაშვილის იდეური ეპიგონობა.

შემაშფოთებელია ევროატლანტიკური არჩევანის კონსტიტუციაში ასახვაზე ხელისუფლების მიერ უარის თქმა. შემაშფოთებელია, რომ პრეზიდენტს ართმევენ უშიშროების საბჭოს და კონსტიტუციურად ქმნიან ისეთ აბსურდულ ვითარებას, როცა პრეზიდენტმა ომი უნდა გამოაცხადოს, რათა თავდაცვის საბჭო შეიკრიბოს. შემაშფოთებელია, რომ პრეზიდენტს ართმევენ სასამართლო ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობის უფლებას. შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებით უზარმაზარი საარჩევნო ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუციას, პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტს, სრულიად უუფლებოდ ტოვებენ, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტრაბილურობას.

საპარალამენტო არჩევნებში ბლოკების არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა ასევე ემსახურება ერთპარტიული ანუ უპარტიო ხელისუფლების არსებობას. ამავე რიგისაა პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების გადაცემის ინიციატივა. მათ კვლავ სურთ უმცირესობის ხმებით უმრავლესობის უზრუნველყოფა, ანუ მათ წინააღმდეგ, სხვა პარტიებისათვის მიცემული ხმების სახელისუფლებო მანდატებად ქცევა.

ბუნებრივია, რომ ასეთ ავტორიტარული ცვლილებებს ძლიერი პოლიციური ხელი ჭირდება. შესაბამისად, მოსმენების შესახებ კანონიც ბევრად უარესია, ვიდრე საკონსტიტუციოს მიერ გაუქმებული ისედაც უვარგისი კანონი.

მიუხედავად ამისა, საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობა საქართველოში განწირულია მარცხისთვის. პოსტაბჭოთა საქართველოს ისტორია გამონაკლისის გარეშე ადასტურებს, რომ რეპრესიული და პროპაგანდისტული კონტროლი ქვეყანაში არ გადის და ივანიშვილის ხელისუფლებაც აუცილებლად გაიზიარებს მისი მშობელი წინამორბედების ხვედრს.

ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს მედიაპლურალიზმის მოსპობას საქართველოში. პირიქით, ამ პირობებში ნდობა ხელისუფლების მიმართ კატასტროფული სისწრაფით დაეცემა, თავისუფალი სიტყვის ფასი კი გაიზრდება.

2017 წელი საერთო ეროვნული არჩევნების წელია. ოქტომბერში საქართველოში პირდაპირი გზით ირჩევა მერები და გამგებლები და საკრებულოები. დედაქალაქსა და საქართველოს ბევრ ქალაქსა და რაიონში შესაძლებელია და უფრო მეტიც, მოსალოდნელია ხელისუფლების დამარცხება სხვადასხვა მიმართულების ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ. ამ ვითარებაში მთავარი ამოცანა არის საზოგადოების, ხელისუფლებისაგან არაკონტროლირებადი მედიის, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია. პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შევძლოთ ისეთი პოლიტიკური ფორმატების, ბლოკების შექმნა, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა.

რუსთავი 2-ის მიმართ მიმდინარე მოვლენებიც ამ საერთო კონტექსტშია განსახილველი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია კი ცხადყოფს, რომ თვითმმართველობის არჩვნებში გამარჯებული ოპოზიციური ძალა შემდგომში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებშიც იმარჯვებს.

რესპუბლიკური პარტია ერთგულია საკუთარი მიდგომების და ამჟამადაც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია და აუცილებელია არჩევნების შედეგად. 2017 წლის ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილის სახიფათო ხელისუფლებისთვის ფაქტობრივად გადამწყვეტია. გადამწყვეტია ის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც! ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის!“ _ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი - ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი, 2020 , 12:45

„ქართული ოცნება - დემოკრატიული სქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რო

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ