უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მაისი, 2018 17:30
font-size

პოლიცია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურშია და ეს მონაპოვარი შედგა - ირაკლი სესიაშვილი

ქვეყანამ დაამტკიცა, რომ პოლიცია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურშია და ეს მონაპოვარი შედგა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და აღნიშნულით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგებლების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ბატონო სერგო, ბატონო ოთარ, ბატონო რომან, არ მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მაიძულებთ. მგონი, რეალობის აღქმა დაკარგული გაქვთ და ძალადობა რა არის ვერ ხვდებით. მინდა შეგახსენოთ, რომელი პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ; 26 მაისს სისხლის გუბეებში რომ იდექით, ბედნიერი სახეებით თქვენს პოლიტიკურ ბელადს ტაშს რომ უკრავდით და რამდენიმე მეტრში ორი გვამი რომ არ იყო გაციებული. იმ პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ და ძალადობა ესაა. მე თქვენ დაგანახებთ დღევანდელი რეალობა რა არის. რუსთაველის გამზირზე მეც არანაკლები რეალობის მომსწრე ვყოფილვარ და არაერთ მიტინგში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ 12 მაისს პირველად ვნახეთ რუსთაველის გამზირზე შეიარაღებული პოლიცია, სპეცტექნიკით, რომელიც მიმართული იყო არა ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. დასაცავად იმ ძალიან ძვირფასი ღირებულების და მონაპოვარის, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, რომელიც ამ ქვეყანაში დამკვიდრდა და განმტკიცდა. თქვენ ამ შედარებას ვერ აკეთებთ. იმიტომ, რომ რეალობა არ გაწყობთ. ეს რეალობა თქვენს პოლიტიკურ პერსპექტივებს ანგრევს. ამიტომ ეძებთ და ცდილობთ თქვენი მორიგი ტყუილებით საზოგადოებას შთაბეჭდილება შეუქმნათ, თითქოს ჩვენს ხელისუფლებას რაიმე ფორმით შეხება ჰქონოდა იმ ფაშისტურ თუ ძალადობრივ გამოვლინებასთან, რაც მეორე მხარეს იდგა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ პოლიცია საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურშია.

„მინდა, ჩემი პირადი დამოკიდებულება გითხრათ. ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც ერთი, ისე მეორე მხარის როგორც პოზიცია, როგორც განცხადებები, როგორც შეხედულებები, ისე ქცევა და ქცევის წესი. მაგრამ ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ პოლიცია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურშია და ეს მონაპოვარი შედგა. ამ ქვეყნისთვის ყველაზე ღირებული გამოხატვის თავისუფლებაა, რაც ასევე თქვენც უნდა გიხაროდეთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მისი თქმით, არ იქნება სწორი რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გამოკვეთილი პრობლემებიდან გამომდინარე, საჭიროა საჯარო ინტერესზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება.

„მე არ მინდა, თვალი არ გავუსწოროთ იმ პრობლემებს, რომელიც ამ ვითარებაში გამოჩნდა. მეტიც, მინდა მოგიწოდოთ, რომ მიუღებელია, რომ ჩვენ რომელიმე ჯგუფისგან მტრის ხატი შევქმნათ. იმიტომ, რომ ესენიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და თუ მათში არის პრობლემა, ე.ი. პრობლემა ჩვენშია. ჩვენი ამოცანაა, ამ პრობლემებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც, პირველ რიგში, დაფუძნებული იქნება საჯარო ინტერესზე და არა რომელიმე ჯგუფის მხოლოდ ნებაზე, რომ მისი სურვილების რეალიზება მოხდეს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

პრეზიდენტს ბრიუსელში შესაძლებლობა ექნება, მიმოიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ნატო-საქართველოს დღის წესრიგს უკავშირდება - ალექსანდრე მაისურაძე

21 იანვარი, 2019 , 19:33

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის დედაქალაქს ეწვია. პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ნატო-ში. ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მიიჩნევს,

საქართველოს ელჩი უნგრეთის თავდაცვის მინსიტრს შეხვდა

21 იანვარი, 2019 , 17:56

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის თავდაცვის მინისტრთან ტიბორ ბენკოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთო

მე წარმოვადგენ იმ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი კონფლიქტი აქვს „ძლიერ“ მეზობელთან - გიგი წერეთელი

21 იანვარი, 2019 , 16:38

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა ვენაში გამართულ ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნის 57 ელჩს და ეუთო-ს ინსტიტუტების წარმომადგენლებს სი

დალია გრიბაუსკაიტემ მამუკა ბახტაძეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

21 იანვარი, 2019 , 14:30

ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთ

საქართველოს ელჩი ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

21 იანვარი, 2019 , 13:45

მიმდინარე წლის 15-18 იანვარს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ერისთავის ვიზიტი ელ სალვადორში, სამშვიდობო შეთანხმების 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. სა

საქართველოსა და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივა განიხილეს

21 იანვარი, 2019 , 12:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს საულიუს სკვერნელისმა ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრისას მხარ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`