უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 მარტი, 2017 15:40
font-size

პოლიცია კანონის მიხედვით მოქმედებს - ხუციშვილი საიას კვლევაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საიას კვლევას „სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტს“ გამოეხმაურა. მისი განცხადებით პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს და ერევა აქციებში.

„საიას კვლევას არ გავცნობივარ, მაგრამ ჩვენი საერთო შეფასებაა, რომ პოლიცია იყენებს კანონით მონიჭებულ უფლებამოსილებებს. ჩვენთვის უცნობია რაიმე საჩივარი იმაზე, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა, ან უკანონოდ მოხდა რაიმე ქმედების გამოყენება. თუკი აქციაზე პოლიცია რაიმე ზომებს მიმართავს, ეს საბოლოო ჯამში მიდის სასამართლოში და გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ხუციშვილის თქმით, პოლიტიკური შინაარსის მქონე აქციებზე პოლიცია გარკვეულ შეზღუდვებს მიმართავს, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა მიმართული.

„მუშების გაფიცვისგან განსხვავებით პოლიტიკურ აქციებში არის მოთხოვნები გარკვეულ ტერიტორიაზე შესვლის , გარკვეულ თანამდებობის პირებთან დაკავშირების, რაც გარკვეული შეზღუდვები მოსდევს ხოლმე პოლიციის მხრიდან. პოლიციის მიზანია, რომ აქცია ჩატარდეს უსაფრთხოდ ამ აქციის წევრებისთვის, სხვა მოქალაქეების უფლებების არ შეილახოს, მაგალითად, გზა არ გადაიკეტოს, და მესამე, სახელმწიფო ინსტიტუტებს საფრთხე არ დამუქროს ან ხელი არ შეეშალოთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წარადგინა კვლევა „სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი, სადაც განხილულია მანიფესტაციის დროს სამართალდამცავების ჩარევის ფაქტები. კვლევა მოიცავს 2015-2016 წლებში გამართულ აქციებს, რომლებიც 9 ეპიზოდადაა დაყოფილი, მაგალითად, იქ შესულია პარტიზანი მებაღეების, თავისუფალი ზონის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „აუდიტორია 115“-ის წევრების დაკავების ფაქტები.

საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პოლიცია ძირითადად მაშინ ერევა აქციაში, თუკი ის ხელისუფლების კრიტიკისკენაა მიმართული.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა - მამუკა ბახტაძე

19 იანვარი, 2019 , 15:41

საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზ

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინ მაღაზია გაიხსნა

19 იანვარი, 2019 , 13:34

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინ მაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირების და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძ

როგორ გეგმავდნენ ივანიშვილის ჩამოშორებას კვირიკაშვილი და ხაზარაძე – ვიდეო

19 იანვარი, 2019 , 12:40

ტელეკომპანია “რუსთავი2“- ის  დღევანდელ შაბათის კურიერში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ აპირებდნენ პრემიერი კვირიკაშვილი და ბანკირი ხაზარაძე ივანიშვილის გადაგდებას.

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი, 2019 , 09:14

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში

სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში დახმარება არ გაუუქმდებათ

18 იანვარი, 2019 , 16:14

საქართველოს მთავრობის ინიციატივით სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ გაუუქმდებათ. მეორე წლის განმავლობაში კი, ყველა არამონეტარული შეღავა

ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების დეცენტრალიზაციას - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:59

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების წარდგენისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლების დეცენტრალიზაცია ყველა მიმართულებით და სა