უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 აგვისტო, 2019 12:55
font-size

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა.

“აღსანიშნავია, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადების გზით.

სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას,”- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

21 სექტემბერი, 2019 , 16:43

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს თანხა თითოეულ ბრალდებულზე 25 ათას ლარს შეადგენს. პროკურატურა მათ წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. შე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია ”ზუმერის” გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი

21 სექტემბერი, 2019 , 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება

20 სექტემბერი, 2019 , 15:10

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ ადმინისტრაციის განცხადებაშია

გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20 სექტემბერი, 2019 , 15:03

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძ

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "გამარჯვებული საქართველო"-ს ლიდერის და მასთან ერთად დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. როგორც სხდომის დაწყების წინ,

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს