უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ივლისი, 2019 10:31
font-size

პოლიციამ აჭარაში 169 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 161 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

გარდა ამისა, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გასაღების მიზნით ქობულეთის ტერიტორიაზე დადებული რვა აბი ნარკოტიკი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ევროსასამართლოში ლისის ტბის წართმევის საქმე, კონვენციის ოთხ ფუნდამენტურ მუხლზე დარღვევის მითითებით გასაჩივრდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

20 იანვარი, 2020 , 15:15

საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე გა

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

20 იანვარი, 2020 , 13:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი

დაბა სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

18 იანვარი, 2020 , 16:20

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მამაკაცმა საკუთარი მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი ბეტა ნაჭყებიაა. გოგონა მეუღლემ, 32 წლის ლევან ლომიძემ ლოგინში მოკლა. ადგილობრივები აცხადებენ,

პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 13:20

პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლ

თბილისში ყაჩაღობის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბ

ნინოწმინდის მერიის განყოფილების უფროსი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 12:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`