უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 აპრილი, 2020 12:55
font-size

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ცნობით, პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 15 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა

26 მაისი, 2020 , 15:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლ

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

25 მაისი, 2020 , 20:35

ლეიბორისტული პარტიის წვერის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამ მომენტისათვის, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულია. ცნობილია, რომ პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. ცნობისთვის, ჩხარტიშვილი

ჯარიმის ან საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე, თბილისის ტერიტორიაზე პარკირების წესებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს

25 მაისი, 2020 , 17:56

ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. საუბარია &bd

პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

25 მაისი, 2020 , 17:48

პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ბართლომე შელიასა და დავით ღურწკაიას ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნი

ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

25 მაისი, 2020 , 16:17

დღეს, ვაზისუბანში, ალუბლების ბაღში უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ლეიბორისტული პარტიოს ერ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. როგორც ამ წუთებში ჩვენთვის ცნობილია, ნახევარ საათში გადაიყვანენ თბილისის ს

20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულებს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს კვლავ არ ანიჭებს - საია

25 მაისი, 2020 , 11:35

თბილისი. მედიანიუსი. 25.05.20. პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას