უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 იანვარი, 2021 12:25
font-size

პოლიციამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

1 მარტი, 2021 , 17:15

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდ

გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

1 მარტი, 2021 , 15:55

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პ.მ-მ სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა არასრულწლოვნ

შსს ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

26 თებერვალი, 2021 , 17:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა.

პროკურატურამ ვახო სნაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულ 3 პირს ბრალი წარუდგინა

26 თებერვალი, 2021 , 15:50

საქართველოს პროკურატურამ, ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულ 3 პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქ

სტრასბურგის სასამართლომ 2010-2011 წლების საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

26 თებერვალი, 2021 , 10:45

2021 წლის 25 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მეექვსე მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვ

პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა - მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი, 2021 , 20:23

პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომ