უკან

საზოგადოება

21 მარტი, 2017 18:40
font-size

პოლიციამ ძალის გამოყენებით მოვაჭრეებს კარავი არ გააშლევინა - ფრიდონ სიხუაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც მოვაჭრეებმა კარვების გაშლა დაიწყეს.

მოვაჭრეთა უფლებადამცველის ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, მერიამ თანხმობა განუცხადა კარვების გაშლაზე, თუმცა პოლიციამ ამისი წერილობითი დადასტურება მოსთხოვა.

„13 მარტიდან ამ ადამიანებმა[მოვაჭრეებმა] მიმართეს მერიას, მათ მიაწოდეს ინფორმაცია. თვით მერმა განაცხადა, რომ ამ ადამიანებს აქვს ამის კანონიერი უფლება და მათ არანაირი წერილობითი თანხმობა არ სჭირდებოდათ, მაგრამ საპატრულო პოლიციამ დაჟინებით მოითხოვა ამის წერილობითი დადასტურება. ასეთ რამეს კანონი არ იცნობს, ამიტომ ამ ადამიანების შეკრებისა და მანიფესტაციის ხელყოფა ხდებოდა ყოველდღიურად, მათ არ ეძლეოდათ კარვების გახსნის შესაძლებლობა. დღეს, როგორც იქნა, მოხერხდა, ამ ხალხმა მოიტანა კარვები, გაშალეს და თქვენ თვითონ შეესწარით, როგორი ძალის გამოყენებით მოხდა ამ ადამიანების კარვების წართმევა“, - განაცხადა სიხუაშვილმა.

სიხუაშვილის განცხადებით, მოვაჭრეები აპირებენ მთავარ პროკურატურას მიმართონ საჩივრით. მათი მოთხოვნით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ძალის გამოყენებით წაართვეს კარავი.

მოვაჭრეთა აქცია ამ დრომდე გრძელდება. დაზარალებულები ითხოვენ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარსა და ალტერნატიული ფართის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა.

ანა მებურიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი