უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 აგვისტო, 2019 17:20
font-size

პოლიციამ ძარცვის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით, ბორჯომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებოღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის ბრალდებით, 3 პირი: 1984 წელს დაბადებული ლ.ნ., 1970 წელს დაბადებული რ.ა. და 1970 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ლ.ნ.-მ (მეტსახელად „ჭინტორა“) და წარსულში გამოძალვისა და სხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.ა.-მ მოქალაქე ა.მ-ს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წაართვეს კუთვნილი თანხა და პირადი ნივთები. ამის შემდეგ ბრალდებულები მას დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორების, პირადი და ახლობლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთი კვირის ვადაში 11 000 ლარამდე თანხის მიტანას სთხოვდნენ.

სამართალდამცველებმა ლ.ნ. და რ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს - ვ.ს.-ს, იგი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავა.

გამოძიება გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე, 143-ე, 178-ე და 372-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "გამარჯვებული საქართველო"-ს ლიდერის და მასთან ერთად დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. როგორც სხდომის დაწყების წინ,

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გად

ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულის, რამზან ახიადოვის ექსტრადირება დღეს განხორციელდა - თეა წულუკიანი

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

რამზან ახიადოვი ბრალდებულია ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტე

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს

19 სექტემბერი, 2019 , 15:55

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. შესაბამისი განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაკე

ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი ამხილა

19 სექტემბერი, 2019 , 10:40

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ალკოჰოლური სასმელების ფა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კავშირები შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან - „ევროპული საქართველო“ საქმის შესწავლას ითხოვს

18 სექტემბერი, 2019 , 16:18

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კავშირები ზურაბიშვილის შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან - „ევროპული საქართველო“ გენერალურ პროკურატურას საქმის შესწავლისთვის ერთთვიან ვადას აძლევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს