უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 ოქტომბერი, 2019 10:55
font-size

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული რ.ყ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რ.ყ. წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 65 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტალიაში, ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

19 ნოემბერი, 2019 , 14:20

იტალიაში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია იუწყება, 48 წლის ს.ჯ. ნეაპოლში აიყვანეს. მასზე ძებნა ესპანეთს ჰქონდა გამოცხადებული. დაკავებულს კრიმინალური სამყაროს წევრობა

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინებათ

19 ნოემბერი, 2019 , 13:25

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინებათ. შესაბამის განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელ

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

18 ნოემბერი, 2019 , 18:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკა

პარლამენტის მუშაობისთვის ხელშეშლა კანონით იკრძალება - შსს

18 ნოემბერი, 2019 , 14:20

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტონ. უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესი

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბექა კვიციანი დააკავეს

14 ნოემბერი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემ