უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 მაისი, 2019 11:05
font-size

პოლიციამ მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც „მედიანიუსს“ უწყებიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ მიმდინარე წლის 11 მაისს, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს - ვ.ო.-ს და ასევე, იძალადა არასრულწლოვან გერზე.

პოლიციის გამოძახების გამო განაწყენებული გ.გ. მეუღლესა და მეუღლის დედას - ს.ო.-ს მათი კუთვნილი მაღაზიის გადაწვით, ხოლო არასრულწლოვან გერს - სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილ მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი

24 სექტემბერი, 2021 , 11:39

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

24 სექტემბერი, 2021 , 10:22

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების თაობაზე უწყების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სახ

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის პოლიციელს 12 წელი მიესაჯა

23 სექტემბერი, 2021 , 12:10

თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულს, ყოფილ პოლიციელ ვანო ზანდარაშვილს, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლეს დაცვის მხა

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

23 სექტემბერი, 2021 , 11:13

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმ

შსს-მ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა

22 სექტემბერი, 2021 , 18:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტურისტების მ

ევროპულ სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო - საია

22 სექტემბერი, 2021 , 11:39

20-21 ივნისის საქმეებზე ევროპულ სასამართლოში დავის პროცედურა დაიწყო, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 20-21 ივნისის საქმეებზე პოზიციის წარმოდგენის ვადა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი