უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 აგვისტო, 2019 16:55
font-size

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 11 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ნარკოდანაშაულისათვის, ასევე, კიდევ ერთი პირია დაკავებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველი 293 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 ნარკორეალიზატორი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განახორციელეს. ასევე, პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 22 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი", 8500 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3500 აბზე მეტი "ექსტაზი", 9 კილოგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეუფარდეს

19 სექტემბერი, 2020 , 15:40

მორაგბე რამაზა ხარაზიშვილის დაჭრის საქმეზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავა

19 სექტემბერი, 2020 , 14:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ჭიათურის რაიონული სამმართველოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო განსაკუ

საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

ენზელ მკოიანის განცხადებების და მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გასული დღეების განმავლობაში ენზელ მ

არსებობს ბაჩალიაშვილის აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს - პროკურორი

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებში არსებობს აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს. როგორც პროკურორი ამბობს, მასალა ბაჩალი

თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს - პროკურატურა

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა გამხდარიყო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, ტრასოლოგიური დასკვნებზე, ასევე

რუსთავში პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი დააკავა

17 სექტემბერი, 2020 , 16:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორი პირი - ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.