უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ოქტომბერი, 2020 10:44
font-size

პოლიციამ ქუთაისში „ლელოს“ წევრის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ქუთაისში პოლიტიკური პარტიის „ლელოს საქართველოსთვის“ წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა პარტიის წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული თ. ყ. ძალადობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.

დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“პროსტა გთხოვ რა, ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებ” - როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ თანხა თავდამსხმელს

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ თანხა საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს. შეგახსენებთ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბა

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძ

პოლიციამ ზუგდიდში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი

24 ოქტომბერი, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

23 ოქტომბერი, 2020 , 12:15

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიი

განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელ

შემოსავლების სამსახურის თამამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

22 ოქტომბერი, 2020 , 14:25

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლის მიერ, ქალაქ ზუგდიდში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 20 000 (100 ბ