უკან

სამართალი

20 ნოემბერი, 2018 15:10
font-size

პოლიციამ რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2000 წელს დაბადებული დ.ი. და ასევე 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულებმა რუსთავში მდებარე ერთ-ერთ პურის საცხობში ფანჯრის დაზიანებით შეაღწიეს და შენობაში მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.

სამართალდამცველებმა ორივე პირი შემთხვევის ადგილას დააკავეს. დაკითხვისას დ.ი.-მ მიმდინარე წლის სექტემბერში მის მიერ ამავე შენობაში ჩადენილი ქურდობაც აღიარა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ლანჩხუთში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

22 თებერვალი, 2019 , 21:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველ

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა

22 თებერვალი, 2019 , 15:05

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 2019 წლის 21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ

გალში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22 თებერვალი, 2019 , 14:35

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ. შ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკ

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან

22 თებერვალი, 2019 , 12:55

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს კონსულმა ანკარაში, კონსტანტინე კოტარიამ განუცხადა. „წინასწარი დაკავების იზოლატორში,

ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვადაგასული, ასევე ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

22 თებერვალი, 2019 , 12:41

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებიდან ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირე

პოლიციამ ძველ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22 თებერვალი, 2019 , 12:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, 1990 წელს დაბ