უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 თებერვალი, 2020 14:55
font-size

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული დ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დააკავეს. - ამის შესახებ „მედიანიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება "ლსდ" და 3 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დ.მ.-ს საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 553 აბი ნარკოტიკული საშუალება "მდმა", 470 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება "ლსდ", 3 შეკვრა „მეტადონის ფუძე“ და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მდმა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა საქმიანობებია დაშვებული საგანგებო მდგომარეობის დროს - მთავრობის დადგენილება

31 მარტი, 2020 , 20:24

საქართველოს მთავრობა აქვეყნებს დადგენილებას, რომელშიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებული საქმიანობები არის განსაზღვრული. კერძოდ, მთავრობის დადგენილების მიხედვით: 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება

16 წლამდე ასაკის მოზარდის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება

31 მარტი, 2020 , 15:50

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

31 მარტი, 2020 , 15:44

მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთი

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

31 მარტი, 2020 , 12:50

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალუ

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინა

31 მარტი, 2020 , 12:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწე

პოლიცია ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს

31 მარტი, 2020 , 10:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინ