უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 ნოემბერი, 2021 10:52
font-size

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ.

დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობარი – დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ლ. საგარეჯოში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 1 პირი

3 დეკემბერი, 2021 , 18:28

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლ

მაკო გომურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ დავა დაიწყო

2 დეკემბერი, 2021 , 17:12

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს მაკო (მაია) გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშ

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სათამაშო აპარატების სალონის უკანონო მოწყობის ფაქტი გამოავლინეს

2 დეკემბერი, 2021 , 16:36

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის“ ნებართვის გარეშე

ერთადერთი ბრძანება, რაც გავეცი 26 მაისს, იყო დემონსტრანტების გაყვანა აქციიდან – მიხეილ სააკაშვილი

2 დეკემბერი, 2021 , 14:28

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე 26 მაისს განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ მიმდანარე მოვლენების დროს, მხოლოდ ერთადერთი ბრძანება გასცა და ეს დემონსტრანტების ტერიტორიიდ

სასამართლომ უგულავას 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

1 დეკემბერი, 2021 , 14:48

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. უგულავა 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას, ს

ყველამ იცის, რომ ციხეში არ უნდა ვიჯდე და ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია - მიხეილ სააკაშვილი

29 ნოემბერი, 2021 , 15:47

ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. „როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი