უახლესი ამბები
- 22.09.2023 18:04ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით
- 22.09.2023 17:53უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი
- 22.09.2023 17:31კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება
- 22.09.2023 17:26ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 17:21ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა
- 22.09.2023 17:141 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა
- 22.09.2023 16:52სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 16:22თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა
- 22.09.2023 15:51ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი
- 22.09.2023 13:24საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა
არქივი
სამართალი


პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, 1983 წელს დაბადებული მ.მ.; 1993 წელს დაბადებული ს.ა.; 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ. ტრეფიკინგის ბრალდებით არიან დაკავებულები.
„დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1983 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ და 1993 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს.
აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ დახმარებას უწევდნენ, ბრალდებულები: 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ., რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაზარალებულების „სამუშაო“ ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა
22 სექტემბერი, 2023 , 13:24
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
21 სექტემბერი, 2023 , 15:21

ზუგდიდში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
20 სექტემბერი, 2023 , 14:49
სასამართლო სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება
20 სექტემბერი, 2023 , 12:51
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, მეორე პირის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა
20 სექტემბერი, 2023 , 11:07

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
20 სექტემბერი, 2023 , 09:29