უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 ოქტომბერი, 2020 10:45
font-size

პოლიციამ ზუგდიდში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ორი პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ.

„დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა

25 ნოემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ა. გ.-ს ბრალდება წარუდგინა.

ევროპულ სასამართლოსთან ერთი მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს - საქმე გამოძიებას ხელმეორედ დაუბრუნდეს, დაისაჯოს ყველა ადამიანი - მალხაზ მაჩალიკაშვილი

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

სახელმწიფომ პირდაპირ უარი თქვა ჩემ საქმეზე, პირდაპირ შეწყვიტეს გამოძიება, ღმერთის ძალით გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელმაც სტრასბურგში გაგზავნა ეს საქმე და დაგვიტოვა იმედი, რომ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, - ამის შესახებ მა

„შესანიღბად ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთასა და სკუტერს იყენებდა“ - დაკავებულია ნარკორეალიზატორი

25 ნოემბერი, 2020 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

23 ნოემბერი, 2020 , 13:05

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომელიც შეისწავლის დაკავებულის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს - პროკურატურა

22 ნოემბერი, 2020 , 16:31

საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას, – ინფ

პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი - შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

20 ნოემბერი, 2020 , 17:59

წერეთლის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. "პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღე