შინაგან საქმეთა სამინისტროს აბაშის რაიონულმა სამმართველომ სოფელ მაიდანში მცხოვრები აქვსენტი ჯანგველაძე დააკავა.
დაკავების მიზეზი 14 აგვისტოს სოფელ მაიდანში “ქართული ოცნების” აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი საბულუასთან გამართული შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება გახდა.
შსს ცნობით, აქვსენტი ჯანგველაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა შეხვედრაზე მყოფ სოფიო ჯანგველაძეს მიაყენა.
აქვსენტი ჯანგველაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი საბულუას თქმით, აგვისტოს სოფელ მაიდანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე მას და მის მხარდამჭერებს აგრესიულად განწყობილი ქალები და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსპირება, მოხდა და შეხვედრა ჩაიშალა.



















