უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 დეკემბერი, 2019 16:45
font-size

პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების საქმეზე, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან ლ.ს.-ს მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის მიზნით.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული არასრულწლოვანი ლ.ს.-ს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 13 დეკემბერს გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადმოეცა“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. საია-ს შეფასებით, მიზეზი სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა.

სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს

4 აგვისტო, 2020 , 16:20

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, &bd

დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

4 აგვისტო, 2020 , 14:50

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან ზეწოლის შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მოზარდი უკვე დაკითხა. ამ ეტაპზე ლონდა თოლორაიას უწყებაში სამართალდამცავების გამოკითხვა მიმდინა

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა

3 აგვისტო, 2020 , 22:29

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგ

დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

3 აგვისტო, 2020 , 16:20

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. უწყების

ნარკორეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს - დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა

3 აგვისტო, 2020 , 14:45

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა-დაკავებულია ნარკორეალიზატორთა ჯგუფი, რომელთა მიერ დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე ლარი შეადგინა, &ndash

დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს - დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა

3 აგვისტო, 2020 , 13:20

შინაგან საქმეთა სამინისტროში "შაბათის ფორმულას"  წამყვანის დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა  დასრულდა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ქაშიაშვილმა თქვა, რომ  გამოძიებისთვის  თამარ  ბაჩ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე