უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მაისი, 2024 18:21
font-size

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით კომპანია `ლიმონის` დამფუძნებელი დაკავებულია

კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი დაკავებულია, - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ გიორგი ოკმელაშვილი 13 მაისის აქციაზე "პოლიციელებზე თავდასხმის" ბრალდებით დააკავეს. უწყება წერს, რომ "დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ნასამართლევი გ.ო. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ო.-მ მიმდინარე წლის 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ო. სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს." - წერია განცხადებაში.

სტუდია “ლიმონში” კრიმინალური პოლიცია დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდა და ჩხრეკა დაიწყეს.

პოლიცია იმყოფებოდა ოკმელაშვილის სახლშიც.

„მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

18 ივნისი, 2024 , 17:26

„მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვ

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ათი პირი დააკავა

18 ივნისი, 2024 , 11:36

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ათი პირი დააკავა. საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია,

111 მოქალაქის კუთვნილი 10 108 695 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარედგინა

14 ივნისი, 2024 , 12:11

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 111 მოქალაქის კუთვნილი 10 108 695 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარედგინა.  უწყების ცნობით,&

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საგამოძიებომ პოლიციელი დააკავა

14 ივნისი, 2024 , 11:58

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი