უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 მაისი, 2018 11:00
font-size

პოლიციის მაღალჩინოსანი 23 წლის ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ქვეითად მოსიარულე, 23 წლის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითია. მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 18 მაისს სოფელ ახალი ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

პირველადი ინფორმაციით, 2018 წლის 18 მაისს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც სოფელ ახალ ხურვალეთთან შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითს, 1995 წელს დაბადებულ ვ. მ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მხილებულია ერთი პირი 22 ათასი ლარის არადეკლარირებული მედიკამენტების აზერბაიჯანში მალულად გადატანის მცდელობაში

28 იანვარი, 2020 , 11:20

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა,- ამის შესახებ „მედიანიუსს“ ფინანსთა სამი

„სპარის” თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

28 იანვარი, 2020 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვ

ბათუმის ყოფილ მერს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

27 იანვარი, 2020 , 14:30

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ერგასლან ლომაძეს კი წელიწადი და ექვსი თვე. უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა დაეკისრა. ფინანსთა

ღამის კლუბ `შავი ვარდის` მენეჯერი დააკავეს

27 იანვარი, 2020 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მ

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

27 იანვარი, 2020 , 11:15

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზაზა მურჯიკნელს ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით დ

ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს

26 იანვარი, 2020 , 12:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`