უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 თებერვალი, 2017 14:25
font-size

პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის თაობაზე სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა

პირველ თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქისადმი შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და სხვა შესაძლო დარღვევების შესახებ.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი იტყობინება, გ.გ.-ს გადმოცემით, 2016 წლის 10 ნოემბერს, დაკავებისას და შემდგომ, იმერეთის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში, პოლიციის თანამშრომლები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულ გარემოებას მასთან ერთად დაკავებული სხვა პირებიც ადასტურებენ.

დაკავების ოქმის ჩანაწერით, გ.გ.-ს დაკავების დროს სხეულზე დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო დროებით მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, იზოლატორში შესახლების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, იზოლატორში ყოფნის პერიოდში, გ.გ.-ს ოთხჯერ დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა.

გ.გ-ს და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირების განმარტებით, გ.გ. დააკავეს 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხოლო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილ დოკუმენტებში ბრალდებულის დაკავების დროდ მითითებულია 11 ნოემბერი, 01:15 საათი. გარდა ამისა, ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, დაკავებულის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროდ დაფიქსირებულია 10 ნოემბერი, 20:40 საათი. აღნიშნული გარემოებები პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გ.გ.-ს დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის ვარაუდს ბადებს, რაც გამოძიების ფარგლებში უნდა იქნეს შესწავლილი.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

20 იანვარი, 2019 , 16:15

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. საქალაქო სასამა

პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

20 იანვარი, 2019 , 13:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1997 წელს დაბად

სალომე ზურაბიშვილის 67 ათასი ლარით აჯარიმებენ

20 იანვარი, 2019 , 13:35

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს. უწყებაში მიიჩნიათ, რომ ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიისას უკანონო შემოწირულობა არაერთგზის მიიღო, რის გამოც ის 67 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს. აუდიტის სამსახური სა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 30 ათას 500 ლარით დაჯარიმდა

20 იანვარი, 2019 , 12:45

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 30 ათას 500 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი ფლაერების  გამო მიიღო, რომელი

პოლიციამ ბარ „საქსესში“ ორი მოქალაქის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

20 იანვარი, 2019 , 12:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 19

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ირანის სამი მოქალაქე დააკავეს

20 იანვარი, 2019 , 11:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`