უკან

პოლიტიკა

2 თებერვალი, 2018 13:15
font-size

პოლიციის წარმატებაზე არის დიდწილად დამოკიდებული ქვეყნის წარმატება - გიორგი კვირიკაშვილი

მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა, - ასე მიმართა პოლიციის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრულო პოლიციისთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გადაცემის ღონისძიებაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციის წარმატებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის წარმატება.

”როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციაში ბევრი სიახლე იგეგმება. მე მინდა მინისტრს ვუსურვო წარმატება და დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში. პოლიციის წარმატებაზე არის დიდწილად დამოკიდებული ქვეყნის წარმატება. მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ავტომანქანები თავდაპირველად განკუთვნილი იყო მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის.

”როდესაც მე დავსვი საკითხი - მოდით, მივიღოთ გადაწყვეტილება და მთლიანად ეს ავტომობილები გადავცეთ საპატრულო პოლიციას, იყო სრული მხარდაჭერა და კონსოლიდაცია მინისტრთა კაბინეტში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ საპატრულო პოლიცია იყოს პიონერი ასეთი სიახლეების დანერგვაში ჩვენ ქვეყანაში”, - აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

”გასულ კვირაში იაპონია ძალიან აქტუალური იყო საქართველოში. ამისთვის გვქონდა ორი მიზეზი. ერთ-ერთი იყო ის, რომ ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინიმ, იგივე ლევან გორგოძემ, მოიპოვა იმპერატორის თასი და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონიის ელჩმა პირველად მომილოცა ეს წარმატება. დიდი მადლობა ბატონო ელჩო, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა. ასევე აქტუალურია იაპონია იმ მიზეზის გამო, რის გამოც დღეს შევიკრიბეთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშს“ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის. ეს არის 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომანქანა პატრულისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ავტოპარკის განახლებისა და ახალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხით. საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები: ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების დაწყება, შეღავათიანი დასაბეგვრი რეჟიმი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებზე, ელექტროავტომობილების იმპორტი მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დაბეგვრა. შედეგად დღეს მივიღეთ, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ავტომანქანების 35%-40% სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია. ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი