უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 სექტემბერი, 2017 14:25
font-size

პოლოლიკაშვილის გამარჯვება არის ჩვენი ქვეყნისთვის ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველი- მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს.

„საქართველოს მოქალაქე, ქართველი პირველად გახდა გაერო-ს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ეს არის უდიდესი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ეს არის უდიდესი აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან დიდი შედეგი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ეს არის დიდი შედეგი ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული იმისათვის, რომ ეს წარმატება ყოფილიყო მიღწეული. მე ვულოცავ ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც დღეიდან უკვე მოემსახურება მსოფლიოს ტურიზმის სექტორის განვითარებას და ამით ასევე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოს მიღწევებს. ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერამ, პრემიერ-მინისტრის - გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერამ, ჩვენი დიპლომატიის ძალიან აქტიურმა მუშაობამ და თითოეული უწყების, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში. მინდა წარმატებები ვუსურვო ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ და მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველი’-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას, რომელიც მონაწილეობს ჩინეთში ქ. ჩენგდუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში. სწორედ ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის - ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დამტკიცება.

საქართველოს პროკურატურა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით პროკურორებისთვის დისტანციური სწავლების პროგრამას იწყებს

22 თებერვალი, 2018 , 17:50

ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, პროკურორებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე დისტანციური სასწავლო კურსი დაიწყო. ელექტრონული კურსი HELP–ის პროგრამის მეშვეობით იქნა შემუშავებული, რომე

იან კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობასა და 33-წლიან კარიერას ასრულებს

22 თებერვალი, 2018 , 17:20

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი მარტის ბოლოს საქართველოში საქმიანობასა და 33-წლიან დიპლომატიურ მოღვაწეობას ასრულებს. ამის შესახებ ელჩმა რონდელის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ დისკუსიაზე „შ

დღეს არ არსებობს მექანიზმები, რომ მედიაზე რაიმე ზეწოლა მოხდეს - კახა ბექაური

22 თებერვალი, 2018 , 16:55

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, არ არსებობს მექანიზმები მედიაზე ზეწოლის განსახორციელებლად. „დღეს არ არსებობს მექანიზმები, რომ მედიაზე რაიმე ზეწოლა მოხდეს. მედიი

თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა

22 თებერვალი, 2018 , 16:00

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშ

„სტრატეგიული პარტნიორობა“ არ ნიშნავს ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას თურქეთისთვის! - ირმა ინაშვილი

22 თებერვალი, 2018 , 16:00

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ თურქეთთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოს როგორც ისტორიული წარსული, ასევე დასავლელი პარტნიორების შეფასება თურქეთში მიმდინ

გარდაბნის მერიამ 2 მანქანა დაკარგა - აუდიტის სამსახური

22 თებერვალი, 2018 , 15:10

აუდიტის სამსახურის ფინანსური და შესაბამისობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გარდაბნის მერიამ 2 ავტომანქანა დაკარგა.  კერძოდ, მერიამ ვერ წარადგინა  ინფორმაცია MITSUBISHI PAJERO 3500 V6/24V-სა და GAZ31029-ის მარკის ავ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე