უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
არქივი
საზოგადოება
პოლონეთის ელჩი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ესტუმრა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ეწვია. მას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ პირადად უმასპინძლა და არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „რეპრესიები საქართველოში“ დაათვალიერებინა.
1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები და მემორიალური ნივთები დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნის 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე.
მარიუშ მაშკიევიჩი ასევე გაეცნო ეროვნულ არქივში დაცულ პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების ამსახველ დოკუმენტებს.
საგამოფენო პავილიონში ვიზიტისას ელჩმა ისაუბრა 2018 წელს საქართველოში პოლონული კულტურული მემკვიდრეობის წელთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პოლონეთის ელჩის ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც იუსტიციის მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში 2013-2017 წლებში განხორციელებული რეფორმების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა და რეფორმები, ისე მის გამგებლობაში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტები. მათ შორის იყო ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი აშენება, რომელიც 2016 წლის ივლისში გაიხსნა და დღემდე 15-ზე მეტ გამოფენას უმასპინძლა.
გამოფენა "რეპრესიები საქართველოში" 24 ოქტომბერს გაიხსნა და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.¬