უკან

მსოფლიო

1 თებერვალი, 2018 12:40
font-size

პოლონეთის სეიმმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით პოლონეთის დადანაშაულება ნაცისტურ ჰოლოკოსტში თანამონაწილეობაში დასჯადი გახდება

პოლონეთის სეიმმა მიიღო საკამათო კანონი, რომლის მიხედვით, დასჯადი გახდება პოლონეთის დადანაშაულება ნაცისტურ ჰოლოკოსტში თანამონაწილეობაში.

კანონი ასევე კრძალავს ნაცისტური სიკვდილის ბანაკების მოხსენიება „პოლონურ სიკვდილის ბანაკებად“ იმ საკონცენტრაციო ბანაკების აღსაწერად, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და აშენებულია ნაცისტების 1939 წლის ოკუპაციის შემდეგ. როგორც პოლონეთის, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კანონის დარღვევის შემთხვევაში ემუქრებათ ჯარიმა ან ციხე 3 წლამდე ვადით.

კანონს მხარი დაუჭირა პარლამენტის 57-მა დეპუტატმა, 23 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა კი თავი შეიკავა. დოკუმენტის ამოქმედებამდე მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა.

კანონპროექტმა უკვე გამოიწვია უთანხმოება ისრაელთან, რომელიც პოლონეთის ისტორიის შეცვლაში ადანაშაულებს. გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა პოლონელ პარლამენტარებს, არ მიიღონ ეს კანონი.

„ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ერთი ვერ შეცვლის ისტორიას და ჰოლოკოსტიც ვერ იქნება უარყოფილი“, - განაცხადა ნეტანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს მაშინვე უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ. მან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ დაიხევს უკან, ხოლო ქვეყანამ უნდა „დაიცვას ისტორიული სიმართლე“.

კანონპროექტის ავტორმა, პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ პატრიკ ჯაკიმ განაცხადა, რომ ისრაელის რეაქციამ დაადასტურა, „რამდენად საჭიროა ეს კანონი“.

ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მოუწოდა პოლონეთს, გადახედოს დოკუმენტს. მან აღნიშნა, რომ აშშ შიშობს, რომ ამ კანონმა შესაძლოა, გამოიწვიოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და დიპლომატიური უთანხმოებები.

ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთის ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის დროს მოახდინა, რომლის გამო მილიონობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მილიონი პოლონელი ებრაელი ჰოლოკოსტის შედეგად.

პოლონეთის ხელისუფლების თქმით, აღნიშნული კანონი არ გულისხმობს სიტყვის თავისუფლების ან ჰოლოკოსტზე დისკუსიის შეზღუდვებს, არამედ ქვეყნის სახელის დაცვას საზღვარგარეთ.

არანაირი თუ, მაგრამ და შეიძლება - ბრიტანეთი ევროკავშირს 2020 წლის 31 იანვარს ოფიციალურად დატოვებს - ბორის ჯონსონი

13 დეკემბერი, 2019 , 14:40

ბრიტანეთში კონსერვატორების მიერ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში  გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსომა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს აუცილებლად დატოვებს 2020 წლის 31 იანვარს. ამის შესახებ წერს AL JAZEERA. &bdq

ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა -საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

12 დეკემბერი, 2019 , 15:25

"ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ლიკვიდირებულია 9 და დაკავებულია 1 ტერორისტი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც

დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

12 დეკემბერი, 2019 , 12:25

დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. გამარჯვების იმედი აქვს მოქმედ პრემიერ ბორის ჯონსონს, რომელიც არჩევნების გამო 12-13 დეკემბერს ევროკავშირის სამიტს არ დაესწრება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვითა "კონ

პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა

5 დეკემბერი, 2019 , 17:38

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. ალიევმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე არჩევნები 2020 წლის 9 თებერვალს დანიშნა. „ვხელმძღვანელობ აზერბაიჯანის კონსტიტუციის 98.1 მუხლ

“რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

4 დეკემბერი, 2019 , 10:55

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 3 დეკემბერს გაიმართა მოსმენა „რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი“, რომელზეც სენატორების წინაშე წარდგნენ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`