უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2019 16:40
font-size

პოლონეთის სენატის მარშალის შეფასებით, საქართველო 10 წლის წინ პოლონეთის მიერ ინიცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის წამყვანი სახელმწიფოა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავითზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს და პოლონეთს შორის არსებულ გამორჩეულად მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც, მხარეების შეფასებით, განსაკუთრებული დინამიზმით ხასიათდება. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატის მარშალს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ პოლონეთის ურყევი და შეუქცევადი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც 10 წლის წინ, პოლონეთის თანაავტორობით დაფუძნდა.

სტანისლავ კარჩევსკის შეფასებით, საქართველო აღნიშნული ფორმატის წამყვანი სახელმწიფოა. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს.სენატის მარშალმა დაადასტურა, რომ ივლისში დაგეგმილ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც წელს სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება, მონაწილეობას მიიღებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი. სტანისლავ კარჩევსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი იყო, არის და იქნება „საქართველოს ელჩი“ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. დავით ზალკალიანმა პოლონეთის სენატის მარშალს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და მადლიერებით აღნიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად იყენებს ყველა შესაძლო პლატფორმას საქართველოს ინტერესების დასაცავად და მხარდამჭერი გზავნილების დასაფიქსირებლად.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ პარლამენტებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ახლად ჩამოყალიბებულ ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში.

“ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. სიმბლურია, რომ პოლონეთის მარშალის თავჯდომარის ვიზიტი ემთხვევა აღმოსავლეთ-პარტნიორობის 10 წლის თავს. ეს არის ინიციატივა, რომელიც თავდაპირველად იყო გაჟღერებული პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ, 10 წლის წინ და მას შემდეგ პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არის განსაკუთრებით ძლიერი და მკაფიო, რაც დასტურდება პოლონეთის მიერ მიღებულ რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებში “- აღნიშნა შეხვედრის შეფასებისას დავით ზალკალიანმა. მან ხაზი გაუსვა პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რაც გამოიხატება, როგორც ცალკეულ რეზოლუციებსა და განცხადებების, ასევე ახლად ჩამოყალიბებული ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის სახით.

განხილულ იქნა ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს „ცირკულარული მიგრაციის“ სფეროში მიმდინარე საპილოტე პროექტს და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ პარლამენტებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ახლად ჩამოყალიბებულ ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის სენატის მარშალმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან,ირაკლი კობახიძესთან.

სტანისლავ კარჩევსკიმ ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულა. იგი ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - სამადაშვილი

25 ივნისი, 2019 , 12:35

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი. „დღევანდელი სხდომის პირველი საკითხი უ

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

25 ივნისი, 2019 , 12:24

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მამუკა მდინარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება - ლევან იზორია

25 ივნისი, 2019 , 11:55

იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრებს მართავს. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ე

გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

25 ივნისი, 2019 , 00:11

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. „საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები, ავაფეთქებთ მისსავე ნაღმებზე - დავით ბერძენიშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:38

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება: „რესპუბლიკელთა პოზიცია ამ ე

ნულპროცენტიანი ბარიერით არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ თაღლითური გზებით თანამდებობის შენარჩუნების გზა - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:00

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხანგრძლივოს და ნულოვანი ბარიერიც სწორედ ამას უკავშირდება. ირაკლი ოქრუაშვილი