უკან

კონფლიქტის ზონა

7 მარტი, 2018 10:30
font-size

პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურებიან

პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურებიან.

პოლონეთის საგარეო უწყების ტვიტერ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც გაურკვეველ გარემოებაშია გარდაცვლილი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციის მორიგი მსხვერპლია. პოლონეთი მოითხოვს საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ობიექტურ და დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. პოლონეთი ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

აღნიშნულ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით ტვიტერის მეშვეობით განცხადება გაავრცელა ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

განცხადებაში ჩეხეთის საგარეო უწყება ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ჩეხეთი გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და მოითხოვს ადგილზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების დაშვებას.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არ გაათავისუფლეს

13 დეკემბერი, 2019 , 18:06

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ არ გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დახურულ სასამართლო სხდომას, რომელიც ცხინვალში გაიმართა, ვაჟა

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - „რადიო თავისუფლება“

13 დეკემბერი, 2019 , 17:10

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწ

ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან

11 დეკემბერი, 2019 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელებენ

11 დეკემბერი, 2019 , 11:50

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დღეს იწყება. განხილვის მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იქნება. სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყება ჟენევის მ

ვიქტორ დოლიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

6 დეკემბერი, 2019 , 14:20

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასი

ოკუპირებულმა ცხინვალმა ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა

2 დეკემბერი, 2019 , 16:30

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა. სააგენტო „კომინფოს“ ინფორმაციით, შეხვედრა ოკუპირე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`