უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 ნოემბერი, 2018 12:55
font-size

პოლონეთში 28 წლის ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის ბარლდებული საქართველოს მოქალაქე კიევში დააკავეს

პოლონეთში 28 წლის პაულინა დ.-ის გაუპატიურებასა და მკვლელობისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, 39 წლის მამუკა ხეცურიანი უკრაინაში დააკავეს.

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ის ქართველი სამართალდამცველების დახმარებით კიევში მიაგნეს. უწყება ტვიტერზე ხეცურიანის დაკავების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

მისივე ინფორმაციით, ხეცურიანი უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე, დილის 06:00 საათზე დააკავეს.

ცნობისთვის, ინტერპოლი პოლონეთში, ქალაქ ლოძში ახალგაზრდა ქალის სექსუალური მოტივით მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქეს 28 ოქტომბრიდან ეძებდა.

28 წლის პაულინა დ. 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 26 ოქტომბერს აღმოაჩინეს. ლოძის პროკურატურის ინფორმაციით, ქალი ნაცემი და გაუპატიურებულია. ექსპერტიზის თანახმად, ქალი ყელის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

პოლონური მედია წერდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

საკვანძო სიტყვები:

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წაუყენეს

25 იანვარი, 2020 , 17:25

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წაუყენეს. ზაზა მურჯიკნელს ბრალი სისხლის სამართლოს კოდექსის 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (განზრახ მკვლელობა დანაშა

ჩემი საქმე არ არის ფიზიკური დაპირისპირება, ჩემი საქმე არის მათი მხილება- ლევან ხაბეიშვილი

25 იანვარი, 2020 , 17:20

თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა. მისი ადვოკატის თქმით, გა

პოლიციამ კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

25 იანვარი, 2020 , 14:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების

დევნილთა შემწეობისა და პენსიის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

24 იანვარი, 2020 , 16:45

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთ - ერთი საბანკო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენ

ვინ იბრძვის გენერალური პროკურორობისთვის

24 იანვარი, 2020 , 15:10

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 17 კანდიდატი იყო წარდგენილი. თუმცა, აქედან ერთმა კანდიდატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა. ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის, ესენი არიან

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

24 იანვარი, 2020 , 10:25

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`