უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

9 აგვისტო, 2018 11:55
font-size

პოლონეთში აგვისტოს ომის 10 წლისთავის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვარშავის აჯანყების მუზეუმში აგვისტოს ომის 10 წლისთავის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მუზეუმის ეზოში, ქართველ ოფიცერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სიმბოლურად პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ ქართველთა ხსოვნას.

მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა გორის ოკუპაციის მუზეუმის ფოტო-ექსპონატები და ქართველ და პოლონელ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. აგრეთვე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს მიეძღვნა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარტოშ ჩიხოცკი, სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მალგოჟატა გოშევსკა და ანალიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე.

მუზეუმში, აგრეთვე მოეწყო ქართველი რეჟისორის, თაკო რობაქიძის ფილმის ჩვენება “Creeping Borders“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ანალიტიკური წრეების, ქართული დიასპორისა და პოლონური მედიის წარმომადგენლები.

პროვოკაცია უკრაინის ეკლესიის გამართიანებელ კრებაზე: უკრაინელმა სამართალდამცველებმა ორი შეიარაღებული პირი დააკავეს

15 დეკემბერი, 2018 , 17:20

კიევის ცენტრში სამართალდამცველებმა ორი შეიარაღებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ქალაქ კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრეი კრიშჩენკომ  განაცხადა, როცა ის საუბრობდა  კიევში  უსაფრთხ

დღეს კიევში გამაერთიანებლ კრებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს აირჩევენ

15 დეკემბერი, 2018 , 12:35

დღეს, კიევში, წმინდა სოფიის საკათედრო ტაძარში უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის გამაერთიანებელი კრება გაიმართება, რომელზეც უკრაინული სამღვდელოება უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურს აირჩევს. აღნიშნული კრების მიზანია მს

ავსტრალია აპირებს, დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს

15 დეკემბერი, 2018 , 11:40

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა დაადასტურა, რომ ავსტრალიის მთავრობა აპირებს, აღიაროს დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. თუმცა მან აღნიშნა, რომ ავსტრალიის საელჩო ისრაელში არ გადავა ტელ ავივიდან იერუსალ

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია

14 დეკემბერი, 2018 , 11:45

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 29 წლის შერიფ შეკატი მოკლეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის ინფორმაციით, სამმა პოლიციელმა  სტრასბურგის ნ

თურქეთში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 43 დაშავდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

თურქეთში, ანკარა-კონიას გზაზე ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი რკინიგზის გადასასვლელ ხიდს შეეჯახა, რომლის შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 43 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების შემდეგ მატარებლის ორი ვაგო

ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2018 , 15:55

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. დუბაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`