უკან
სამართალი
17 ივნისი, 2017 16:55
პოლონეთში ძარვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
პოლონეთის ქალაქ ოპოლეს პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.
ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან ძარცვისა და ქურდობის 16 შემთხვევაში.
მათი საცხოვრებელ სახლში ამოღებულია 50 ათასი ზლოტის ოდენობის ტექნიკა, ძვირფასი ნივთები.
დაკავებულებს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მონიკა დავლიანიძე