უკან

ეკონომიკა

4 ივლისი, 2017 15:10
font-size

პოლონური სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები ამოიღეს

ქართული და ევროპული ოფიციალური უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, პოლონეთის ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში აღმოჩენილ, უკრაინაში წარმოებულ ღვინის ეტიკეტებზე დატანილი იყო ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელება - „კახეთი“.

მისივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა მითითებულ კონტრაფაქციულ საქონლთან დაკავშირებით, მიმართეს ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების საკითხებზე.

„ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მიერ პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსადმი გაცემული მითითების შესაბამისად, პოლონეთის სუპერმარკეტების ქსელში ინსპექტირება განხორციელდა. შედეგად დადგინდა, რომ ღვინო უკრაინაში იყო წარმოებული და იყიდებოდა ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების („კახეთი“) გამოყენებით, რის შემდგომ, იმიტირებული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

რას ყვება „მწვანე სკოლის“ დირექტორი 15 წლის მოზარდთან დაკავშირებულ შემთხვევაზე

14 დეკემბერი, 2019 , 15:30

„მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური აცხადებს, რომ თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი მისივე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. „დილით, როდესაც გამოვცხადდით სკოლაში, ვნახეთ, რომ სკ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8647 ლარი გახდა

13 დეკემბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8647 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8661 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიზანია შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავისუფლად ივაჭრონ სუამ-ის სახელმწიფოებმა ერთმანეთში - ირაკლი ჩიქოვანი

13 დეკემბერი, 2019 , 14:19

მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება, - ამის შესახებ პრემიერ-მი

2019 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 13.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

13 დეკემბერი, 2019 , 12:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტ

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.4 პროცენტით გაიზარდა -საქსტატი

13 დეკემბერი, 2019 , 12:05

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8661 ლარი გახდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:35

თბილისი. მედიანიუსი. 12.12.19. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. შესაბამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`