უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
პოროშენკო რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების პასპორტების აღიარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ პოროშენკოს პრესმდივანმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ განაცხადა.
„პრეზიდენტი გამოვიდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოთხოვნით ყალბი რესპუბლიკების ყალბი პასპორტების აღიარების გამო“, - დაწერა ცეგოლკომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა , ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის გაცემული დოკუმენტების აღიარების შესახებ“.
თავის მხრივ, პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ არღვევს საერთაშორისო ნორმებს.
ანა მებურიშვილი