უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 იანვარი, 2018 17:40
font-size

„პოროშენკოს წერილების“ გამო ნიკა გვარამია უკრაინული საიტ „Миротворец“-ის ბაზაში შეიყვანეს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინული საიტ „Миротворец“-ის ბაზაში შეიყვანეს. ამის მიზეზი გახდა „რუსთავი 2“-ის მიერ გაშვებული სიუჟეტი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის პოროშენკოს მიერ გაგზავნილი წერილების შესახებ.

„საიტის“ განმარტებით, გვარამია შეყვანილია ნუსხაში იმ ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ოპერაციებში მონაწილეობის გამო, რომლებიც იყო მიმართული უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. „Миротворец“-მა აღნიშნა, რომ მასალა ყალბ ინფორმაციას შეიცავდა და წარმოადგენდა მანიპულაციას.

„რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისადმი უკრაინის პრეზიდენტის ე.წ. საიდუმლო წერილები, რომლებიც დათარიღებულია 2007 წლის თებერვლით. არხის მტკიცებით, მიმართვაში პოროშენკომ პირობა დადო, რომ რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებებს არ ჩაიდენს. მაშინ ის სახალხო დეპუტატი იყო და ის არ შეუშვეს რუსეთის ტერიტორიაზე.

„რუსთავი 2“-ის განცხადებით, პოროშენკო რუსული სპეცსამსახურებისთვის გაგზავნილ წერილში უარყოფდა, რომ კავშირი ჰქონდა „იუშენკოს ანტირუსულ კამპანიასთან“, შესაბამისად ამტკიცებდა, რომ მისი არშეშვება რუსეთში არასწორი იყო.

ქართული ტელეარხის მასალაზე საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა, რომელშიც რუსთავი 2-ის სიუჟეტი „რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შემოგდებული დაბალი ხარისხის სიყალბე“ უწოდა.

საიტი „Миротворец“-ი საკუთარ თავს პოზიციონერობს, როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულებების კვლევის ცენტრი. მის ბაზაში არის ადამიანების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის კონფედენციალური ხასიათის. საიტი აცხადებს, რომ მის ბაზაში უკრაინის მტრები, კრემლის აგენტები და სეპატარისტები არიან.

თუ პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა, ფორმულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან, საბაბია - ეკა ბესელია

20 თებერვალი, 2019 , 12:58

დეპუტატი ეკა ბესელია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში რამდენიმე უზუსტობაა: "რამდენიმე უზუსტობაა განცხადებაში. პირველი

მამუკა ბახტაძე აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციას ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობაზე ესაუბრა

20 თებერვალი, 2019 , 12:40

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა. გ

კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას - მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს

20 თებერვალი, 2019 , 12:40

დღეს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს: “საჯარო სივრცეში გრძელდება სასამართლოს საკითხთა

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

20 თებერვალი, 2019 , 10:35

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. წინასწარი ინფორმაციით, სხდომაზე მოსამ

2019 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებები გაზრდილია

20 თებერვალი, 2019 , 10:35

გამოქვეყნდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (FY19 Consolidated Appropriations Act), იგივე აშშ-ს 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარე

სალომე ზურაბიშვილი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება

20 თებერვალი, 2019 , 10:10

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან და შეხვედრა გაფართოებულ