უკან

პოლიტიკა

16 იანვარი, 2024 12:08
font-size

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას `ჯორჯიან მანგანეზში` შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას "ჯორჯიან მანგანეზში" შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პარტია „საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდი განცხადებით მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით, რომელიც თითქმის 7 წელია ოპერირებს სპეციალური მართვის რეჟიმში და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მის არაეფექტიან მართვაზე, რითაც ილახება სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი ინტერესი, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციული გარიგებებსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას.

კომპანიის თავდაპირველი მმართველი 2009-2016 წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა კანონმდებლობას და გარემოს დაცვის მოთხოვნებს, რითაც უდიდეს ზიანს აყენებდა ზესტაფონისა და ჭიათურის მოსახლეობას, უკიდურესად აბინძურებდა გარემოს. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 416 მილიონ ლარზე მეტი.

2012-2016 წლებში სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სანქციები საკმარისი ვერ აღმოჩნდა, კომპანიის თავდაპირველი მმართველები უხეშად აბინძურებდნენ გარემოს და არღვევდნენ კანონმდებლობას, აზიანებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, ხოლო ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს კომპანიაში დასაქმებულებისათვის. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით 2017 წელს კომპანიაში დაინიშნა სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველის დავალება იყო გამოესწორებინა კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დაცული ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები.

სპეციალურმა მმართველმა ვერ შეძლო ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით 2020 წელს სპეციალური მმართველის უფლებამოსილების ვადა გახანგრძლივდა 3 წლით, შარშან კი დამატებით 2 წლით.

სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში და რეალურად, სპეციალურმა მმართველმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ და არ უზრუნველყო კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. შესაბამისად, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მიერ კომპანიის მართვა ხდება არაეფექტიანად, არა საწარმოში დასაქმებულების, ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოს დაცვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კერძო პირების მიერ პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ასევე იკვეთება მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები”, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი