უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2018 16:55
font-size

„პორტირებული ნაციონალები“ უყვებიან „ექსპორტირებულებს“, „ჭეშმარიტებმა ნაციონალებმა“ რა დააშავეს და ამას უყურებ, როგორც პოლიტიკური დებატებს - პრეზიდენტი

„ახლა „ქართულ ოცნებაში“ არიან „პორტირებული ნაციონალები“ და ეს „პორტირებული ნაციონალები“ „ექსპორტირებულებს“ უყვებიან, რა დააშავეს ჭეშმარიტმა „ნაციონალებმა““, - ასე შეაფსა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება.

სტუდენტებთან შეხვედრაზე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 2016 წელს „ქართული ოცნება“ დატოვა ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელსაც წარსულში ხელისუფლებებთან ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება ჰქონდათ, პოლიტიკური რეალობა შეიცვალა და ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება.

„ცოტა იუმორიც რომ შევიტანოთ, ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა – არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“; ექსპორტირებული “ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, ჭეშმარიტებმა რა დააშავეს და ამას უყურებ, როგორც პოლიტიკური დებატებს. როდემდე უნდა ვუყუროთ ერთსა და იმავე ამბავს, როდესაც ადეიშვილის ან მერაბიშვილის რომელიღაც ჩინოვნიკი ყვება, რა საშინელება იყო ის პროცესი. აქ მე ვერ ვხედავ რეალურ დაპირისპირებას “, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის თქმით, საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმები აიღო და ეს არის რეალობა.

„მე პოლიტიკური თვალსაზრისით დაპირისპირებას ნაკლებად ვხედავ. ვხედავ ინდივიდებს, რომლებიც არიან პორტირებულები, ექსპორტირებულები და ჭეშმარიტები. ჭეშმარიტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გახდნენ უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ წაგების შემდეგ. ასე რომ, ისეთი ბოლომდე გაუგებარი პროცესია, რომ ამას არ ჰქვია პოლიტიკური დაპირისპირება, ამას ჰქვია პიროვნული თამაშები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი