უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2018 11:40
font-size

პორტუგალია გმობს სირიის გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ

პორტუგალიამ დაგმო სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ოფიციალური ლისაბონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„პორტუგალიის მთავრობა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის აშკარა დარღვევა, გაერო-ს წესდებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით“, – წერია პორტუგალიის მთავრობის განცხადებაში.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. იმავე დღეს თბილისმა მიიღო გადაწყვეტილება სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.

ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს - დავით ბაქრაძე

4 დეკემბერი, 2020 , 17:45

ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დიპლომატებთან შეხვედრის

წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები, ეს არც განიხილება - მამუკა მდინარაძე

4 დეკემბერი, 2020 , 16:15

შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მილიონამდე ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, – ამი

60 მილიონით ჩინოვნიკების კი არა, ექიმების ხელფასები უნდა იზრდებოდეს - მამუკა ხაზარაძე

4 დეკემბერი, 2020 , 13:04

"წინა წლის ბიუჯეტი კორუფციულადაა გაფლანგული და ახალ ბიუჯეტში მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება”, - “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იმ პრობლემატურ საკითხებზე საუბრობს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ჩა

ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო - აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ზურაბ ჯაფარიძე

4 დეკემბერი, 2020 , 11:45

ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს. ჯაფარიძე თანაპ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა

3 დეკემბერი, 2020 , 17:50

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა. ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 3,79 პროცენტი,

ოპოზიციის მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა - ზურაბ ჯაფარიძე

3 დეკემბერი, 2020 , 17:35

ოპოზიციის მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა, თუმცა პოზიციები შეჯერებულია და მოდერატორებთან შევხვედრისთვის მზად არიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ლელოს" ოფი