უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 აპრილი, 2017 13:40
font-size

პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება - დიმიტრი ქუმსიშვილი

„სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის” მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება,“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის“ მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ტონი სტრინგერსა (Tony Stringer) და რიჩარდ ფრენსისთან (Rochard Francis) შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანიის მმართველ დირექტორს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომლებმაც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა.

„სარეიტინგო კომპანიების რეიტინგი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ ინვესტიციები, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის“ წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ეკონომიკაზე. ასევე, დეტალურად განვიხილეთ ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან განხორციელდა, რაც ასევე, პოზიტიურად იქნა აღქმული სარეიტინგო კომპანიის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული სექტორების მიხედვით არსებული პროგრესი, ესაა პროგრესი ექსპორტში, ტურიზმში, ფულად გზავნილებში და რა თქმა უნდა, წარმოების განვითარებაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჩვენ ძალიან პროდუქტიული განხილვა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. მივიღეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. გავეცანით იმ ინიციატივებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მოიცავს ინიციატივებს საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. აღნიშნულს გავითვალისწინებთ ჩვენს კვლევაში, რომელსაც გამოვაქვეყნებთ საქართველოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა "Fitch Ratings - ის“ მმართველმა დირექტორმა, ტონი სტრინგერმა.

შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 აპრილი, 2018 , 17:25

20 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4402 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4351 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.51 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრ

მონაკოში საქართველოს საპატიო საკონსულო დაწესებულება გაიხსნა

20 აპრილი, 2018 , 17:25

მონაკოში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო დაწესებულება საქართველოს საპატიო კონსულის - დევიდ ენტონი რენდალის მეთაურობით. ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე და საფრანგეთის რესპუბლი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 აპრილი, 2018 , 09:00

18 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4277 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4292 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ე

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აპრილი, 2018 , 17:45

18 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4277 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4292 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევ

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Flynas შემოდის

18 აპრილი, 2018 , 17:05

პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული გადამზიდავის, ავიაკომპანია Flaynas-ის გენერალურ დირექტორს, ბანდერ აბდულრაჰმან ალ მოჰანას შეხვდა. შეხვ

ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად ახალ დოკუმენტზე მუშაობს - მამუკა ბახტაძე

18 აპრილი, 2018 , 17:05

ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად ახალ დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის მაისში შევა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე