უახლესი ამბები
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:51უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კომენტარი
პრეზიდენტის ვიზიტს ჰქონდა აშკარად გამოხატული ოფიციალური ვიზიტის ნიშნები და არა კერძოსი - გია ვოლსკი
პრეზიდენტის ვიზიტს ჰქონდა აშკარად გამოხატული ოფიციალური ვიზიტის ნიშნები და არა კერძოსი. ზოგი ამბობს, რომ არ შეიძლება, კერძო ვიზიტი შეფასებული იყოს, როგორც ოფიციალური. უამრავი დეტალია, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი დასკვნა უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„პოლიტიკური პარტიები ამბობენ, ეს არის პრეზიდენტის დასჯა, დაპირისპირება. რასაკვირველია, აზრთა დაპირისპირებაა არის, მაგრამ არ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელი ჩაითვალოს ვინმეს დასჯად, რადგან არსებობს კონსტიტუცია და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ამა თუ იმ ლიდერის მოქმედება არის ის საკითხი, რომელიც ქვეყანას აინტერესებს, რათა ისეთი ტენდენცია არ განვითარდეს, როცა კონსტიტუციის დარღვევა ჩვეულებრივ ნორმად იქცევა. ამ პროცესს სკანდალად ნუ განიხილავთ, ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა ვოლსკიმ.