უკან

საზოგადოება

18 მარტი, 2022 11:35
font-size

ფინანსთა მინისტრი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონულმა დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, შეინ როზენტალმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

„მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ისაუბრა COVID-19-ის კრიზისის შედეგებსა და ეკონომიკური აღდგენის ტენდენციებზე გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისისათვის. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. აღინიშნა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე შემდგომი დაკვირვებისა და ანალიზის საჭიროებები. ასევე, საუბარი შეეხო მიმდინარე კრიზისისა და წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ფონზე, შესაძლო საპასუხო ღონისძიებებსა და აზიის განვითარების ბანკის ინსტრუმენტებს ამ მიმართულებით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც უკავშირდება ADB-ის მიერ სხვადასხვა სფეროში (ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა) განხორციელებულ პროექტებს. განხილული იქნა მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები და ბანკთან არსებული და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის, ენერგეტიკის ბაზრის განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, რეგიონალური დერეფნისა და ინტეგრირების, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს და ბანკთან თანამშრომლობის როლს ამ საკითხებში.

გამოითქვა იმედი, რომ მომავალ წლებში აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.

ევგენი ჟუკოვი 25 წელზე მეტია მუშაობს აზიის განვითარების ბანკში (არის ყაზახეთის მოქალაქე). 1995 წლიდან ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი (კლერმონის უნივერსიტეტი-აშშ). 2021 წლის იანვრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე მან შეცვალა ვერნერ ლიპახი, რომელიც ასევე, თითქმის 30 წელი მუშაობდა ბანკში“,- აღნიშნავენ უწყებაში.

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი