უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 ნოემბერი, 2025 15:26
font-size

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე განუცხადა.

მინისტრმა მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობითა და საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ჩართულობით, პირველივე წუთიდან თურქეთის მხარესთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდებოდა.

„თურქეთის მხარესთან კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა მოხერხდა. საგამოძიებო პროცედურები გრძელდება, ადგილზე იმყოფებიან თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების წარმომადგენლები და მოძიებული გარემოებების ერთობლიობა დასკვნების გაკეთების საშულებას მოგვცემს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში თურქულმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა – „C-130“-მა კატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა.

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი

7 ნოემბერი, 2025 , 12:06

„ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე&

ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი

6 ნოემბერი, 2025 , 19:00

„კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ახალ ბრალს არ ეთანხმება და ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, ეს დღეს გამომძიებლებთანაც დააფიქსირა. „საპროტესტო აქციები ამ ქვეყანაში გამოცხადდა საბოტაჟად.

მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

6 ნოემბერი, 2025 , 18:42

საქართველოს მესამე პრეზიდენტს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი კლინიკა ვივამედში წარუდგინეს.  გიორგი ჩალაძე აღნიშნავს, რომ მთლიანი საქმე არის "ივანიშვილის ზვიგენთან სელფის გადაღებაზე